"რეალი" ბელინგემში 120 მილიონზე მეტს არ გადაიხდის

AutoSharing Option
"დორტმუნდის" ნახევარმცველი ჯუდი ბელინგემი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას "რეალის" მთავარი პრიორიტეტია, მაგრამ მასში 120 მილიონ ევროზე მეტს არ გადაიხდიან, - იტყობინება AS-ი.

გამოცემის მტკიცებით, თუ უფრო მეტი დაუფასეს, "სამეფო კლუბი" სხვა ვარიანტზე გადაერთვება, რადგან დარწმუნებული არიან, რომ ამ ფასად სხვა კარგ შემტევს შეიძენენ.

"რეალი" ბელინგემს სხვა კლუბებზე მეტ ხელფასს არ შესთავაზებს და ფეხბურთელისგან პასუხს ელიან, რომ სწორედ მათ გუნდში უნდა კარიერის გაგრძელება.

"მანჩესტერ სიტი" კი დარწმუნებულია, რომ 19 წლის ინგლისელის გადაბირებას შეძლებენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წავიდეს ინგლისში და დაიკარგება, მაგრამ იქ მართლაც მეტს გადაუხდიან!
ლაშა
09:40 31-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული