"ნიუკასლმა" "ვესთ ჰემი" გაანადგურა და მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის პრემიერლიგაში მე-7 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ნიუკასლ იუნაიტედმა" "ვესთ ჰემი" სტუმრად 5:1 დაამარცხა.

მე-13 წუთისთვის "კაჭკაჭები" ორბურთიანი უპირატესობით იგებდა. გოლები კალუმ ვილსონმა (6) და ჟოელინტონმა (13) გაიტანეს, ტაიმის მიწურულს კურტ ზუმამ (40) ანგარიში შეამცირა.

მეორე ნახევარში კალუმ ვილსონმა (46) სხვაობა ისევ ორბურთიანი გახადა. თამაშის ბოლოს ალექსანდრ ისაკმა (82) და ჟოელინტონმა (90) "ჩაქუჩებს" კიდევ 2 გოლი გაუტანეს და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც ჩაიწერეს.

28 ტურისა და ზედიზედ მეოთხე მოგების შემდეგ "ნიუკასლი" 53 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, 8 აპრილს კი "ბრენტფორდს" ესტუმრება.

"ვესთ ჰემი" 27 ქულით მე-15 პოზიციაზეა, იმავე 8 აპრილს "ფულემს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული