"მანჩესტერმა" რეშფორდთან მოლაპარაკება განაახლა

AutoSharing Option
"მანჩესტერმა" თავდამსხმელ მარკუს რეშფორდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება განაახლა, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

ფეხბურთელი უკმაყოფილოა პრესაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, თითქოს ხელშეკრულების გაგრძელების სანაცვლოდ უფრო მაღალ ხელფასს ითხოვს.

რეშფორდი "იუნაიტედში" თამაშით კმაყოფილია, მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით მუშაობა მოსწონს და გუნდის უკეთესი მომავლისა სჯერა.

ის კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს - ყველა ტურნირზე 47 მატჩში 28 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. გასული სეზონი მისთვის ყველაზე უარესი იყო, რამეთუ მხოლოდ 5-ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის დალაშქვრა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული