"მანჩესტერის" გულშემატკივარმა მარკუს რეშფორდს არასტანდარტულად სთხოვა მაისური.
ინგლისის ლიგის თასზე "ჩარლტონთან" მოგებული მატჩისას (3:0) ტრიბუნაზე ბიჭს პლაკატი ეჭირა, რომელზეც ეწერა: "რეშფორდ, შეიძლება ჩემი დედა შენს მაისურში გაგიცვალო?"
ამ შეხვედრაში რეშფორდი შეცვლაზე შევიდა და დუბლი შეასრულა.