"ნიუკასლმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერ ლიგის 32-ე ტურში "ნიუკასლმა" "ტოტენჰემს" უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 6:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა პირველ 21 წუთში მეტოქეს უპასუხო 5 გოლი გაუტანეს, თავი ჯეიკობ მერფიმ (2, 9), ჟოელინტონმა (6) და ალექსანდრ ისაკმა (19, 21) გამოიჩინეს. მეორე ტაიმში ჰარი კეინმა 49-ე წუთზე "კაჭკაჭების" კარი აიღო, საბოლოო ანგარიში კი კალუმ უილსონმა 67-ე წუთზე დააფიქსირა.

ამრიგად, 31 გამართული მატჩის შემდეგ "ნიუკასლი" 59 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს, 27 აპრილს კი "ევერტონს" ესტუმრება.

"ტოტენჰემი" 53 ქულით მე-5 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას 30 აპრილს, "ლივერპულის" წინააღმდეგ "ენფილდზე"
ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს რა დოღლიგაა რა, მე-3 ადგილოსანი მე-5 ადგილოსანს 6:1-ს უგებს (საწყის 21 წუთში 5 გოლი), იქ გრანდები ერთმანეთში 7:0-ს აგორებენ. რა ინტრიგა და რა დაძაბულობა - უკეთესს ვერ ინატრებ!
დათო
21:07 23-04-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული