ინგლისის პრემიერ ლიგის 32-ე ტურში "ნიუკასლმა" "ტოტენჰემს" უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 6:1 დაამარცხა.
მასპინძლებმა პირველ 21 წუთში მეტოქეს უპასუხო 5 გოლი გაუტანეს, თავი ჯეიკობ მერფიმ (2, 9), ჟოელინტონმა (6) და ალექსანდრ ისაკმა (19, 21) გამოიჩინეს. მეორე ტაიმში ჰარი კეინმა 49-ე წუთზე "კაჭკაჭების" კარი აიღო, საბოლოო ანგარიში კი კალუმ უილსონმა 67-ე წუთზე დააფიქსირა.
ამრიგად, 31 გამართული მატჩის შემდეგ "ნიუკასლი" 59 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს, 27 აპრილს კი "ევერტონს" ესტუმრება.
"ტოტენჰემი" 53 ქულით მე-5 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას 30 აპრილს, "ლივერპულის" წინააღმდეგ "ენფილდზე" ჩაატარებს.