ჯეიმს მილნერი კარიერას "ბრაიტონში" გააგრძელებს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ნახევარმცველ ჯეიმს მილნერის თავისუფალი აგენტის სტატუსით "ბრაიტონში" გადასვლა, პრაქტიკულად, დასრულებულია, - იტყობინება Sky Sports-ი.

37 წლის მილნერი, რომლის სატრანსფერო ფასი 2 მილიონი ევროა, "ბრაიტონს" ივლისის დასაწყისში შეუერთდება.

მილნერი "ლივერპულში" 2015 წლიდან თამაშობს, ამ სეზონში კი ყველა ტურნირზე 37 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილნერს "ბარნლი" ეპატიჟებოდა, რომლის მწვრთნელი ვენსან კომპანია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული