ინგლისური კლუბი გვარდიოლას კიდევ ერთმა ასისტენტმა ჩაიბარა

AutoSharing Option
ინგლისურმა "ლესტერმა" გვაუწყა, რომ გუნდის ახალი დამრიგებელი ენცო მარესკა გახდა და კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

იტალიელი მანჩესტერ "სიტიში" პეპ გვარდიოლას ასისტენტი იყო და გუნდთან ერთად ტრებლიც მოიგო.

მოგეხსენებათ, "მელიები" ჩემპიონშიპში დაქვეითდნენ და ახლა ენცოს მთავარი საზრუნავი გუნდის კვლავ ელიტაში აღზევება იქნება.

როგორც იცით, ინგლისური კლუბი წარსულში გვარდიოლას კიდევ ერთმა ასისტენტმა მიკელ არტეტამ ჩაიბარა, ვინაც ახლა "არსენალს" მოძღვრავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული