დაძაბული მატჩი "სტემფორდ ბრიჯზე" - "ლივერპულმა" და "ჩელსიმ" ქულები გაიყვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის პირველი ტურის ცენტრალურ მატჩში "ჩელსიმ" "ლივერპულს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-18 წუთზე ლუიშ დიაშმა გახსნა. 37-ე წუთზე სხვაობა "ლურჯების" ახალწვეულმა აქსელ დისასიმ აღადგინა.

მეორე ტაიმი "ჩელსის" უპირატესობით წარიმართა, თუმცა "არისტოკრატებმა" გოლის გატანა ვერ მოახერხა.

"ლივერპული" მეორე ტურის მატჩს 19 აგვისტოს "ბორნმუთის" წინააღმდეგ გამართავს.

"ჩელსი" კი 20 აგვისტოს "ვესტ ჰემს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული