2022 წლის მუნდიალზე არგენტინის გამაჩემპიონებელმა პრემიერლიგას მიაშურა

AutoSharing Option
26 წლის არგენტინელი მცველი გონსალო მონტიელი "სევილიადან" 1-წლიანი იჯარით "ნოტინგემში" გადაბარგდა, ინგლისელებს კი მისი გამოსყიდვის საშუალება ექნებათ.

"ფორესტმა" ფეხბურთელი უკვე წარადგინა და მან 29-ე ნომერი აირჩია.

მონტიელი 2021 წელს გადაბარგდა "სანჩეს პისხუანზე", იქამდე კი სამშობლოში, "რივერ პლეიტში" ბურთაობდა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ის არის გადამწყვეტი ზუსტად შესრულებული პენალტის ავტორი, რომლის საშუალებითაც, არგენტინამ 2022 წლის მუნდიალის ფინალში საფრანგეთს სძლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული