როგორც ირკვევა, "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი რონალდინიოს ყიდვას გეგმავდა, თუმცა ბრაზილიელმა "ბარსელონა" აირჩია.
"მახსოვს, როდესაც რონალდომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი გააფორმა, ჩვენ ლისაბონში მოსამზადებელ შეკრებაზე ვიყავით და შემიძლია ვთქვა, რომ კრიშტიანოს ძალიან გაუმართლა.
ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულნი ვიყავით, იმიტომ, რომ იმ ზაფხულს რონალდინიო ვერ დავიმატეთ.
ფერგიუსონი ბრაზილიელის გადაბირებას აპირებდა, მაგრამ მან არჩევანი "ბარსელონას" სასარგებლოდ გააკეთა, რის გამოც ის აბსოლუტურად განადგურებული დარჩა.
დანარჩენი მართლა ისტორიაა.