პირველ ტაიმში უპირატესობას გვარდიოლას გუნდი ფლობდა და 23-ე წუთზე ჯონ სტოუნსმა "ქალაქელები" დააწინაურა.
მეორე ნახევარში "მერსისაიდელები" გააქტიურდნენ, 49-ე წუთზე ედერსონი გამოსვლაზე შეცდა და "სიტის" კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად ალექსის მაკ ალისტერმა აქცია.
დარჩენილ დროში გუნდებმა არაერთი საგოლე შანსი შექმნეს, თუმცა მომენტების გამოყენება ვერ მოახერხეს.
ამრიგად, "მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 63 ქულით მესამე ადგილზეა, პირველ და მეორე ადგილებს კი "არსენალი" და "ლივერპული" 64 ქულით იყოფენ.
"სქაუზერები" მორიგი ტურის მატჩს 17 მარტს, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართავენ. "მანჩესტერ სიტი" 31 მარტს, "არსენალს" დაუპირისპირდება.
"ჩემი აზრით, პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება"- კარაგერი ფოდენზე