დენი მერფი: კარიერის დასრულების შემდეგ კოკაინს მოვიხმარდი

AutoSharing Option
ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა დენი მერფიმ, რომელმაც სახელი "ლივერპულსა" და "ფულჰემში" თამაშით გაითქვა, YouTube-არხ Ben Heath Podcast-სთან საუბარში აღიარა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ კოკაინს მოიხმარდა.

"პრობლემები დიდი ხდება, როდესაც ფეხბურთში აღარ ხარ. როცა თამაშობ, ადრენალინი და დოფამინი გეხმარება წინსვლასა და ენერგიულობის შენარჩუნებაში. მე მქონდა პერიოდი კოკაინთან და მოწევასთან დაკავშირებით.

არ ვიყავი ალკოჰოლიკი, შემეძლო მის გარეშე ცხოვრება. ეს გარკვეული პერიოდი გაგრძელდა... მივედი იმ დასკვნამდე, რომ კოკაინის გარეშე ვერ ვიცხოვრებდი, რაც, რა თქმა უნდა, აბსოლუტური სისულელე იყო.

თავიდან ახერხებ თავის გაკონტროლებას... შენს თავს
უფლებას აძლევ, ის კვირაში ერთხელ, ორჯერ ანაც მაქსიმუმ სამჯერ მოიხმარო, დროთა განმავლობაში კი ის გროვდება და აკონტროლებს შენს თავს.

ადამიანებთან საუბარი, რომლებმაც მსგავსი გამოცდილება გამოიარეს, დამეხმარა, თავი დამეღწია სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობისგან, რომელიც დაკავშირებულია ამ პრობლემებთან", - აღნიშნა მერფიმ.

მერფის "ლივერპულის" რიგებში 249 მატჩი აქვს გამართული (1997-2004), 211 მატჩი "ფულჰემში" (2007-2012). ნახევარმცველმა ინგლისის ნაკრებშიც 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

"ლივერპულთან" ერთად მერფიმ მოიგო ექვსი ტიტული, მათ შორის, 2000/01 წლებში უეფას თასი და 2001 წლის ასოციაციის თასი. 2013 წელს პენსიაზე გასვლის შემდეგ, მერფი მუშაობდა ექსპერტად რამდენიმე მედიასაშუალებაში, მათ შორის BBC-სა და talkSPORT-ში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული