ალისონის ტრავმა სერიოზულია? - შესაძლოა, ბრაზილიელი "ლივერპულს" დიდი ხნით გამოაკლდეს

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-7 ტურში "ლივერპულმა" გასვლაზე "კრისტალ პალასი" 1:0 დაამარცხა. მატჩის მიწურულს "მერსისაიდელებისთვის" ცუდი ფაქტი მოხდა, გუნდის კიპერმა ალისონმა ტრავმა მიიღო, რის გამოც შეცვალეს.

ბრაზილიელს დამატებითი კვლევები დღეს ჩაუტარდება, რის შემდეგაც ტრავმის სიმძიმე დადგინდება, მაგრამ წინასწარი ვარაუდით, მას ბარძაყის ტრავმა აქვს, რისთვისაც გასულ სეზონში 15 მატჩი გამოტოვა.

რა თქმა უნდა, ეს ჯერ ოფიციალური ამბავი არ არის, მაგრამ "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა უკვე დაადასტურა, რომ ალისონი ვერც ბრაზილიის ნაკრებს დაეხმარება და ვერც სანაკრებო პაუზის შემდეგ შეხვედრაში "ჩელსისთანაც" ვერ ითამაშებს.

"უახლესი ამბავი, რაც მე შემატყობინეს, არის ის, რომ ალისონი ბრაზილიის ნაკრებს ვერ დაეხმარება და ასევე ის პრემიერ ლიგის მე-8 ტურშიც არ გვეყოლება.

არის თუ არა ეს კვლავ ბარძაყის ტრავმა? - ვფიქრობ, კი. ალისონი ჩვენი პირველი ნომერი და მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, მაგრამ კელეჰერმა არაერთხელ გვაჩვენა, რომ მისი საიმედო ჩამნაცვლებელია. ასევე ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენი მესამე კიპერის ნახვაც, რომელიც კელეჰერის ტრავმის გამო "კრისტალ პალასთან" გამოვიდა", - თქვა სლოტმა ნამატჩევს.

შეხსენებისთვის, ალისონმა ბარძაყის ტრავმა ამა წლის თებერვალში მიიღო, რის გამოც გასულ სეზონში ზედიზედ 15 შეხვედრა გამოტოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული