ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ბრაზილიელ კიპერს მინიმუმ 6 კვირის გამოტოვება მოუწევს.
ამ ამბის გავრცელების მერე, BBC-იმ ბეკერს "მერსისაიდულ" გრანდში გამოტოვებული მატჩები დაუთვალა. ირკვევა, რომ სხვადასხვა დაზიანების გამო, ალისონი "ლივერპულს" მათი შეხვედრების 20%-ში ვერ დაეხმარა.
კერძოდ, ბრაზილიელმა 2019/20-წლების სეზონში 18, 2020/21-ში 10, 2021/21-ში 0, 2022/23-ში 0, ხოლო 2023/24-წლებში 19 შეხვედრა გამოტოვა.
მიმდინარე სეზონში ალისონმა ტრავმის გამო 2 შეხვედრაში უკვე ვერ
შეგახსენებთ, რომ მომავალ ზაფხულს "ლივერპულის" ფორმას ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილიც მოირგებს, რომელმაც სწორედ ბრაზილიელი უნდა ჩაანაცვლოს.