ოფიციალურად: ლამპარდმა ინგლისური კლუბი ჩაიბარა

AutoSharing Option
46 წლის ინგლისელი სპეციალისტი ფრენკ ლამპარდი ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარი "ქოვენთრის" მწვრთნელად დაინიშნა და კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

მან ამ პოსტზე მარკ რობინსი შეცვალა, რომელიც გუნდს 7 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ლამპარდის ბოლო სამუშაო ადგილი "ჩელსი" გახლდათ, სადაც დროებითი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა. რაც შეეხება "ქოვენთრის", კლუბი 17 ტურის შემდეგ ინგლისის ჩემპიონშიპში 17 ქულით მე-17 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული