გვარდიოლას ამჯერად ბრუნომ დასცინა - პეპს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი აქვს

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურში "სიტი" საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ "მანჩესტერთან" 1:2 დამარცხდა. პეპ გვარდიოლას გუნდი მატჩის დიდ ნაწილს იგებდა, თუმცა ბოლო 3 წუთში 2 გოლი გაუშვა და საბოლოოდ უქულოდ დარჩა.

"ქალაქელთა" მწვრთნელს კი კარიერაში მართლაც ყველაზე ცუდი პერიოდი უდგას. ჯერ "ტოტენჰემის" ფანებმა დასცინეს და უმღერეს, რომ "დილას" გაათავისუფლებდნენ, შემდეგ ანალოგიური "ლივერპულთან" განმეორდა, რადასაც პეპ გვარდიოლამ 6 თითის ნიშანი აჩვენა, ეს კი იმას აღნიშნავდა, რომ პერსონალურად პრემიერ ლიგა 6-ჯერ აქვს მოგებული.

ეს ფაქტი "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან ბრუნო ფერნანდეშს არ დავიწყებია. გუშინდელი
შეხვედრის დასრულების შემდეგ მან კამერებს თითებით ანგარიში აჩვენა და ამით გვარდიოლას დასცინა.

ინფორმაციისთვის, "წითელი ეშმაკების" კაპიტანმა იოშკო გვარდიოლს უპასუხა და 88-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან წონასწორობა აღადგინა. 2 წუთში კი ამად დიალომ გამარჯვების გოლი შეაგდო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბრუნო და მანჩესტერის დეხბურთელი რო გუარდიოლას დასცინის ცოტა ტეხავს
Emre
16:46 16-12-2024
4
აშკარად ჯადო გაუკეთეს ამ გუნდს! უკვე მერამდენედ აგებს გუნდი ბოლო წუთებში
დავით 67
20:30 16-12-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული