"ლივერპული" "ბარსელონას" ნახევარმცველის ერთი პირობით შეძენას გეგმავს

AutoSharing Option
"ბარსელონას" 27 წლის ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის აგენტმა ნიდერლანდულ "ტელეგრაფს" განუცხადა, რომ თავისი კლიენტი საუდის არაბეთში კარიერის გაგრძელებას არ აპირებს, საყვარელ გუნდში დარჩენა უნდა და იქნებ კატალონიურ კლუბთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმება შეძლონ.

TEAMtalk-ის ცნობით, დე იონგის სამსახურით "ლივერპულია" დაინტერესებული, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ ხელფასის შემცირებაზე დათანხმდება. "ბარსა" ფრენკის 35 მილიონ ევროდ გასაყიდი წინადადების განსახილველად მზადაა.

მიმდინარე სეზონში დე იონგმა ყველა ტურნირზე 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულმდე აქვს გაფორმებული,
Transfermarkt-ის განახლებული ფასების თანახმად კი მისი ღირებულება 60 მილიონიდან 45 მილიონამდე შემცირდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბიჭოოუუ,ლაყურტა რა კაციცაა, მოსვლისას ვნახეთ ყველამ,არჩევნები ლეოს სახელის მანიპულირებით მოიგო და პირველი სწორედ ლეო გააგდო ნაბიჭვარმა და არ იყო მოსალოდნელი ეს მიდი-მოდი? ბარსა ყოველთვის ახერხებდა სტაბილური გუნდი ჰყოლოდა და ჰყავდათ კიდეც, მარააა, რამდენი ტოპ ფეხბურთელი დასდევდა ბურთს ხომ გვახსოვს? ახლა ცოტა დეფიციტი აქვს ისეთების მსოფლიო ფეხბურთს და ახალი ტალღის მოლოდინში, ეს მიდი-მოდია ყველგან, აბა კარგად დააკვირდით თუ არა, წინათ შუას ქვევით რა ხდებოდა ცხრილში, იშვიათად ვინმეს აინტერესებდა, დღეს, მეოთხე ლიგების ამბებიც მედიის ყურადღების ცენტრშია! მოკლედ, აშკარად დიდი დისბალანსია მოთხოვნა-მიწოდებას შორის... აქედან მიდი-მოდიც...
Guriec
20:27 28-12-2024
2
ერთი, სიტყვით ბარსა "მიდი-მოვდივარ" გუნდი გახდა! ეეეჰ? რა გუნდი იყო? მესი, ჩავი, ინიესტა და ასე შემდეგ ვარსკვლავებით სავსე ბარსა? ეხლა ვინ შემოყავთ, ვინ გაყავთ, მარტო სირმა ლაპორტამ იცის.
გიგა
12:21 28-12-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული