17 წლის დაღესტნელმა "მანჩესტერთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
17 წლის გარემარბმა ამირ იბრაგიმოვმა „მანჩესტერთან“ თავისი პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა.

„ხელშეკრულების გაფორმებით გახარებული ვარ. არაფერი არ იცვლება, მძიმე შრომა გრძელდება. დიდება ალაჰს“, - დაწერა ამირმა სოციალურ ქსელში.

იბრაგიმოვი დაღესტანშია დაბადებული, 11 წლის იყო, როდესაც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ბრიტანეთში გადაბარგდა, 2019-2021 წლებში „შეფილდ იუნაიტედის“ აკადემიაში ვარჯიშობდა, შემდეგ კი „მანჩესტერში“ გადავიდა. მან პრემიერლიგის 18-წლამდელთა მიმდინარე ჩემპიონატზე 16 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და რამდენჯერმე პირველ გუნდთან ერთადაც ივარჯიშა. ამირმა ინგლისის 15 და 16-წლამდე ნაკრებში ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მუსლიმების ჰაბი აქტიურად მუშაობს ევროპის კონტინენტზე ქრისტიანი(უფრო ზუსტად არამუსლიმი) მოსახლეობის ჩასანაცვლებლად.
საქართველოშიც კი აქვთ საცეცები.
თუ არა გჯერათ გადახრდეთ ე-ლიგა და ე-ლიგა2 გუნდებს რა ჯანდაბად უნდათ ვიღაც ავღანელ-პაკისტანელები ყველა გუნდში როა 1-2 შეტენილი
Levani
01:18 04-04-2025
8
დაღესტნელიო რომ დაწერთ, როგორაა მეთელი შეგნებული ბავშვობა და შესაბამისად საფეხბურთო საწყისები ინგლისში აქვს გატარებული...........აი დაღესტნიდან რომ წაიყვანს ეგ სხვაა
555555
09:35 04-04-2025
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული