"ფიორენტინა" სტევან იოვეტიჩის დაბრუნებას ცდილობს

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, სტევან იოვეტიჩმა, შესაძლოა, თავი კვლავ "ფიორენტინაში" ამოყოს.

დღესდღეობით, 27 წლის ჩერნოგორიელი ფორვარდი "ინტერის" საკუთრებაა. გასული სეზონის მეორე ნახევარი მან "სევილიაში" გაატარა. "გაძეტა" კი ამტკიცებს, რომ იოვეტიჩის აგენტი ბოლო დღეებს ძირითადად "ინტერის" ოფისში ატარებს, სადაც კლიენტის კონტრაქტის გამოსყიდვაზე მოლაპარაკებებს მართავს.

თავის მხრივ, "ფიორენტინა" ძლიერ მონდომებულია, რომ დაიბრუნოს თავდამსხმელი, რომელმაც 2008-13 წლებში "იების" მაისურით 134 მატჩი ჩაატარა და 40 გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული