პაულო დიბალა - "იუვენტუსის" ახალი ათიანი

AutoSharing Option
ომარ სივორი, მიშელ პლატინი, რობერტო ბაჯო, ალესანდრო დელ პიერო და ახლა უკვე პაულო დიბალა. "იუვენტუსს" ახალი ათიანი ჰყავს.

ტურინული კლუბის "ტვიტერის" ოფიციალურ ვებგვერდზე დიბალას 10-ნომრიანი მაისურის ფოტო გამოქვეყნდა. ეს ნიშნავს, რომ ერთწლიანი პაუზის შემდეგ "ბებერ სინიორას" ათიანი ისევ ეყოლება. ბოლოს ეს მაისური პოლ პოგბას ეცვა, რომელმაც "იუვე" 2016 წელს დატოვა.

23 წლის პაულო დიბალა "იუვენტუსში" 2015 წლიდან თამაშობს. ტურინელთა მაისურით მან 94 თამაში ჩაატარა, 42 გოლი გაიტანა და 5 ტიტული მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული