როგორც ირკვევა, ერთი მხრივ, "ბებერი ქალბატონი" შორს არ არის "ლივერპულის" მოთხოვნებთან - "წითლები" გერმანიის ნაკრების 23 წლის ნახევარმცველს, რომელსაც კონტრაქტი მომავალი წლის ივნისის ბოლოს ეწურება, 30 მილიონ ევროდ (27.1 მლნ გირვანქა) აფასებენ, თუმცა "გაძეტა დელო სპორტი" ოთხშაბათის ნომერში წერს, რომ მოლაპარაკებები მთლად ისე ვერ
"კორიერე დელო სპორტი" კი ამტკიცებს, რომ უფრო დაზუსტებული ინფორმაცია აქვს - "იუვენტუსს", თურმე, 25 მილიონი ევრო შეუთავაზებია "ლივერპულისთვის", რაზეც "ენფილდის" ბინადართ ამ ეტაპზე უარი განუცხადებიათ.
ეს, რაც შეეხება ვერსიებსა და დაუდასტურებელ ინფორმაციებს, ახლა კი იმაზე, რაც უკვე დანამდვილებითაა ცნობილი - "იუვენტუსის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ ვეღარ გაუძლო მედიის ზეწოლას და აღიარა, რომ "ლაციოს" კეიტა ბალდე დიაოზე ელაპარაკება. 22 წლის სენეგალელმა ფორვარდმა გასულ სეზონში 16 გოლი გაიტანა.
"დიახ, ჩვენ შევთავაზეთ წინადადება "ლაციოს" პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს კეიტასთან დაკავშირებით და ის ახლა განხილვის პროცესშია. ვნახოთ, რა მოხდება. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით", - უთხრა მაროტამ მედიას.
ყოველი შემთხვევისთვის, "იუვენტუსი" ცდილობს, სათადარიგო ვარიანტებიც მოსინჯოს. იგივე "გაძეტა" გვარწმუნებს, რომ "ქალბატონის" ინტერესთა სფეროში არიან ბლეზ მატუიდი (პსჟ) და სტივენ ნზონზი ("სევილია").
ამ უკანასკნელის რა მოგახსენოთ და, მაროტამ მატუიდის შეძენის მცდელობა არ უარყო, თუმცა არაფერი უთქვამს იმაზე, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები "იუვესა" და პსჟ-ის წარმომადგენლებს შორის.
"მატუიდი? გიდასტურებთ, რომ ეს ფეხბურთელი ძალიან მოგვწონს და გვაინტერესებს კიდეც, რადგან "იუვენტუსს" ძალიან სჭირდება გამოცდილი ნახევარმცველი", - დასძენს მაროტა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"