მასიმილიანო ალეგრი: "იუვენტუსმა" საშინლად იასპარეზა

AutoSharing Option
რა გასაკვირია, რომ იტალიის სუპერთასზე "ლაციოსთან" 2:3-ზე დამარცხების შემდეგ "იუვენტუსის" მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი თავისი შეგირდების გარჯით უკმაყოფილო გახლდათ. ხუმრობა საქმე ხომ არაა, 0:2-ს აგებდნენ, როგორც იქნა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ გაუშვეს გადამწყვეტი გოლი. აი, რა განუცხადა მან მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს.

"მოწინააღმდეგემ გამარჯვება დაიმსახურა. რომაელები უკეთ გამოიყურებოდნენ, ჩვენ კი მხოლოდ უკანასკნელი 30 წუთი ვითამაშეთ კარგად. მძიმე სეზონი გველის და ეს ახლავე უნდა შევიგნოთ. მეტოქე დღეს უფრო მწვავედ გვიტევდა, ჩვენზე სწრაფად აგორებდა ბურთს.

წესით, შეხვედრის ბედი დამატებით
დროში უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ დედაქალაქელებმა დაიმსახურეს გამარჯვება. "იუვემ" საშინლად იასპარეზა. სამწუხაროა, რომ სეზონის პირველი ამოცანა ვერ გადავჭერით. მომავალი უქმეებიდან უნდა დავიწყოთ გამარჯვებები".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული