"ბარსელონა" "ნაპოლის" ინსინიეში 60 მილიონს სთავაზობს

AutoSharing Option
"გაზეტა დელო სპორტი" ირწმუნება, რომ "ბარსელონას" "ნაპოლის" 26 წლის ფორვარდის ლორენცო ინსინიეს შეძენა სურს და მზადაა 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.

თუმცა, ნეაპოლელები არ აპირებენ თავიანთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვას და მოლაპარაკების გამართვაზეც კი უარს ამბობენ. თავად ინსინიე იძახის, რომ ნეაპოლის გარეუბან ფრატამაჯორეში დაიბადა, ამჟამადაც იქ ცხოვრობს და მშობლიური ქალაქის გუნდში უნდა კარიერის დასრულება.

ინსინიემ იტალიის გასული ჩემპიონატის 37 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლორენცო ნაპოლის ლეგენდა გახდება, როგორც ტოტი გახდა რომასი, მთელ კარიერას ნაპოლიში გაატარებს!
dato
13:01 16-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული