"ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. გუნდმა მშვენივრად დაიწყო ჩემპიონატი და კარგი ფეხბურთი აჩვენა. ჩვენ შევძელით და 3 გოლი გავიტანეთ ძალიან კარგი გუნდის კარში. და მაინც, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვუმატოთ. ალბათ, ბევრი დამეთანხმება, რომ "ინტერი" დღეს მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში თამაშობდა კარგად, ეს კი საკმ
ამასობაში "ინტერი" დროს ტყუილად არ კარგავს. გადაწყვეტილია: გუნდის ღირსებას დაიცავს "ვალენსიას" ყოფილი უნივერსალი ჟოაო კანსელო, ვისაც დაცვითი ფუნქციების შესრულების გარდა, შეტევებიც კარგად ეხერხება.
23 წლის ფეხბურთელი "ბენფიკას" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. სწორედ ამ გუნდში დაიწყო მისი საფეხბურთო კარიერა. 2015 წლიდან კანსელო "ვალენსიას" ერთ-ერთი ლიდერია.
"ინტერი" ცენტრალური მცველის დამატებასაც აპირებს და ამ მხრივ ნაბიჯები უკვე გადადგმულია. იტალიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მილანურმა კლუბმა თითქმის მიაღწია შეთანხმებას "მანჩესტერ სიტისთან" ელიაკიმ მანგალას ერთწლიანი იჯარის თაობაზე.
26 წლის მანგალამ წინა სეზონი "ვალენსიაში" იჯარით ითამაშა. თავის დროზე მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ ავანსები ბოლომდე ვერ გაამართლა.
ამასობაში, ცნობილი ხდება, რომ "ინტერს" 29 წლის ცენტრალური მცველი ანდრეა რანოკია ტოვებს. გასული სეზონი 29 წლის ფეხბურთელმა იჯარის წესით "ჰალ სიტიში" გაატარა. რანოკია "ინტერში" 2010 წელს მივიდა და ამ გუნდის შემადგენლობაში 150-მდე შეხვედრა ჩაატარა.
"რა თქმა უნდა, რანოკია ძალიან კარგი ფეხბურთელი, ნამდვილი პროფესიონალია და გვიჭირს მასთან განშორება, მაგრამ ჩვენ ორი ახალი ცენტრალური მცველის დამატებას ვაპირებთ", - ამბობს ლუჩანო სპალეტი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"