მატუიდის უკვე ჰქონდა დებიუტი ახალი გუნდის შემადგენლობაში, როცა "იუვემ" სერია A-ს სასტარტო შეხვედრაში 3:0 მოუგო "კალიარის". ფეხბურთელი აღტაცებულია იმ გარემოთი, რაც ტურინში დახვდა.
"ეს არის ძალიან დიდი კლუბი, რომელიც მუდამ მაქსიმალურ მიზნებს ისახავს. ამჯერადაც, ჩვენი მიზანია, აუცილებლად მოვიგოთ სკუდეტო და რაც შეიძლება შორს წავიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე.
ჩემთვის ამ გუნდში ყოფნა და მისი მაისურის ტარება დიდი პატივია. "იუვეს" ფორმა, სხვადასხვა დროს,
ყველა გუნდს თავისი კულტურა და ფილოსოფია აქვს. მე ჩამოვედი ჩემთვის ახალ და სრულიად უცნობ ქვეყანაში, ვეჩვევი ახალ კულტურას და ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა.
ასეთ დროს ადამიანი ყოველთვის აწყდება სირთულეებს, მაგრამ ჩემს თანაგუნდელებს დიდზე დიდი მადლობა! - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აქ ყოფნის პირველი დღიდანვე თავი შინაურად ვიგრძნო.
ბოლო წელი? არ მინდა, ბევრი ვისაუბრო წარსულზე. მირჩევნია, მომავალზე ვილაპარაკო. რაც მთავარია, დღეს აქ ვარ. შეიძლება, "პარი სენ ჟერმენს" არ უნდოდა ჩემი გაშვება, მაგრამ ახლა იმ პერიოდის გახსენება აღარ მინდა.
ვიცი, რომ თავის დროზე დიდიე დეშამიც 14 - ნომრიანი მაისურით თამაშობდა "იუვენტუსში". მე მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე იმ დროიდან, როცა საფრანგეთის ნაკრებში მწვრთნიდა. რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვითამაშო იმავენომრიანი მაისურით, რომლითაც თავის დროზე დეშამი თამაშობდა. მე მას ვესაუბრე მანამ, სანამ კონტრაქტს გავაფორმებდი და მისგან არაერთი სასარგებლო რჩევა მივიღე.
ყველაზე მეტად, რამაც მასიამოვნა, ესაა არნახული ერთიანობა, რომელიც გუნდშია. ეს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აადვილებს. მე უკვე ვნახე, რამხელა ენთუზიაზმით მუშაობს მაქს ალეგრი და ეს მახარებს. როცა მწვრთნელისაგან ამხელა ენთუზიაზმს ხედავ, შენ არ გაქვს უფლება, მოეშვა.
გახვიდე ყველა მატჩზე ერთადერთი მიზნით - მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის, ეს დიდი ბედნიერებაა. ჩემს პასუხისმგებლობას ზრდის ისიც, რომ "იუვენტუსში" ფრანგი ფეხბურთელები ყოველთვის წარმატებით თამაშობდნენ.
რაც შეეხება იტალიის მიმდინარე ჩემპიონატს, დიდ ბრძოლას ველოდები სკუდეტოსთვის. ფაქტია, რომ წამყვანი კლუბები გაძლიერდნენ. ცხადია, "იუვენტუსის" მიზანი ჩემპიონობის შენარჩუნებაა. ეს არ იქნება იოლი, თუმცა ჩვენ ამ დიდი გამოწვევისთვის მზად ვართ. "იუვენტუსი" გრანდია და ის ყველა ფრონტზე მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ეს ჩვენი ვალია.
ამასთან ერთად, მინდა "სენ ჟერმენში" ჩემს თანაგუნდელებს გამოვემშვიდობო. მათგან დიდი სითბო და სიყვარული მივიღე იმ წლების განმავლობაში, რომელიც ერთად გავატარეთ.
ჩემი მთავარი მიზანი და ოცნება "იუვენტუსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ვფიქრობ, ამის გაკეთება შეგვიძლია. გუნდში დიდი კონკურენციაა და თავდადებით უნდა ვიმუშაო იმისთვის, რომ ძირითადში ადგილი მქონდეს", - თქვა მატუიდიმ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"