"იუვენტუსის" ახალი სამიზნეები: კევინ სტროოტმანი და შკოდრან მუსტაფი

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ხელმძღვანელობა ცდილობს, კიდევ უფრო გააძლიეროს გუნდი, რომელსაც მთელ ევროპაში ისედაც ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს. გუნდის მიზანი სკუდეტოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაცაა, ამას კი შესაბამისი საკადრო რესურსი სჭირდება.

"ბებერ ქალბატონს" ორი ახალი სატრანსფერო სამიზნე ჰყავს და მათ შესახებ თანმიმდევრობით ვისაუბროთ. დავიწყოთ კევინ სტროოტმანით, რომელიც წლების განმავლობაში "რომას" ერთ-ერთ ლიდერად ითვლება.

ტურინული კლუბის ხელმძღვანელობას სურს, ჰოლანდიის ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს თავისი საკლუბო მაისური ჩააცვას და ამ საქმისთვის 45 მილიონი ევროც გაიღოს. ასეთ ინფორმაციას "ტუტოსპორტი" ავრცელებს.

ამავე დროს, ცნობილია, რომ "რომა" არ
აპირებს თავის ლიდერთან შელევას. საქმე ისაა, რომ "ჯალოროსის" წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი სწორედ სტროოტმანია. სავარაუდოდ, "იუვეს" კიდევ მოუწევს თანხის დამატება.

საინტერესოა, რომ სტროოტმანმა ივლისში "რომასთან" კონტრაქტი 2020 წლამდე გააგრძელა. 27 წლის ნახევარმცველი "ოლიმპიკოზე" 2013 წელს გადავიდა "პსვ ეინდჰოვენიდან". რომაელთა შემადგენლობაში მან 87 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"იუვენტუსის" სამიზნეა ასევე გერმანიის ნაკრების 25 წლის ცენტრალური მცველი შკოდრან მუსტაფი. "იუვეში" კარგად იციან, რომ მას შემდეგ, რაც "მილანში" გაიყიდა ლეონარდო ბონუჩი, დაცვას გაძლიერება დასჭირდება.

თავის მხრივ, მუსტაფიც არ უნდა იყოს ისეთ კლუბში გადასვლის წინააღმდეგი, რომელიც ტიტულების მოსაგებად რეალურად იბრძოლებს. "არსენალი" კი ასეთად, ჯერჯერობით, არ მოჩანს, "იუვენტუსი" კი სწორედაც ასეთია.

წლევანდელი სეზონიც ნათლად გვიჩვენებს, რომ "მეთოფეები" შორს არიან სტაბილურობისგან და, დიდი ალბათობით, მათთვის ეს სეზონიც ისეთივე არასტაბილური იქნება საბოლოო შედეგის გათვალისწინებით, როგორიც წინა არაერთი იყო.

ამასობაში კლაუდიო მარკიზიომ "იუვენტუსის" დატოვების ალბათობა სოციალური ქსელის მეშვეობით გამორიცხა. ბოლო დროს იტალიის ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი რამდენიმე კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის - საგრძნობლად მოძლიერებულ "მილანს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Strootman i rom juveshi gadavides imena magrat shemzizgdeba pjianichis ar iyos .tan roma strootmans ramdeni xani inaxavda travmians ubralod ar imsaxurebs roma magas
10tti
15:43 24-08-2017
0

სიახლეები პოპულარული