"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ საფეხბურთო აგენტს მინო რაიოლას შეუძლია რაც უნდა იყბედოს, მაგრამ თავდამსხმელ ლორენცო ინსინიეს ცოცხალი თავით არ დაუთმობს "ბარსელონას", 10 წლის წინ რაიოლამ ვერც მარეკ ჰამშიკი წაჰგვარა, ის დღესაც მათთანაა და საერთოდ, ეჭვი ეპარება ვინმე მის დაუკითხავად სადმე გადაიყვანოს.
დე ლაურენტისმა თქვა, რომ მეკარე პეპე რეინასთან ურთიერთობაში პრობლემა არასოდეს არ ქონია, ესპანელს კონტრაქტი გაისად უმთავრდება, მის სახლში კი კონტრაქტებს პატივი უნდა სცენ და როდესაც პსჟ-მ რეინაში 7 მილიონი ევრო შესთავაზა, უთხრა - მშვიდობით, მომავალ შეხვედრამდე!
02:02 31-08-2017
დე ლაურენტისი ინსინიეს და რეინას ვერ შეელევა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული