სერია A-ში ყველაზე მაღალი ხელფასი "იუვენტუსიდან" "მილანში" ცოტა ხნის წინ გადასულ ლეონარდო ბონუჩის აქვს. 30 წლის ცენტრალური მცველი წელიწადში 8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ბონუსების გათვალისწინებით კი, მან, შესაძლოა, 10 მილიონიც მიიღოს.
მომდევნო ადგილებს "მილანისა" და "იუვენტუსის" ფეხბურთელები იკავებენ: გონსალო იგუაინი - 7.5 მილიონი; პაულო დიბალა - 7 მილიონი; დუგლას კოშტა - 6 მილიონი; ჯანლუიჯი დონარუმა -
მწვრთნელებს შორის ყველაზე დიდი ხელფასი, 7 მილიონი ევრო "იუვენტუსის" დამრიგებელს, მასიმილიანო ალეგრის აქვს. საინტერესოა, რომ გუნდში მასზე მეტს მხოლოდ გონსალო იგუაინი გამოიმუშავებს. მე-2 ადგილზე, 4-მილიონიანი ხელფასით, მილანის "ინტერის" დამრიგებელი ლუჩანო სპალეტია.