ანტონიო კონტეს იტალია მოენატრა

AutoSharing Option
ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ მას ოდესმე იტალიაში დაბრუნება და სპორტულ დირექტორად მუშაობა სურს:

"ორი აზრი არ არსებობს, იტალია ძალიან მენატრება, სხვანაირად არც შეიძლება იყოს. საზღვარგარეთ მუშაობას კიდევ დიდხანს არ ვაპირებ. ეს მშვენიერი გამოცდილებაა, რომელიც მომავალში აუცილებლად გამომადგება. ჩინეთი? ეს გამორიცხულია!

ბუნდესლიგა რთულად წარმოსადგენია. მწვრთნელობა ძალიან სპეციფიკური სამუშაოა. მე მაქვს ამბიცია, ჯერ ერთი პროექტი დავასრულო და მერე დავიწყო მეორე. ძალიან მინდა, მომავალში სპორტული დირექტორი გავხდე", - ასეთია 48 წლის სპეციალისტის გეგმები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული