ჯორჯო კიელინის თავზე 8 ნაკერი დაადეს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე პირეოსის "ოლიმპიაკოსთან" 2:0-ზე მოგებული მატჩის 91-ე წუთზე ტურინის "იუვენტუსის" ცენტრბეკი ჯორჯო კიელინი მეტოქე გუნდის მცველ ბიორნ ენგელსს შეეჯახა და თავის ტრავმა მიიღო.

შეხვედრის შემდეგ მას თავზე 8 ნაკერი დაადეს და "ინსტაგრამზე" დაწერა: "3 ქულა და 8 ნაკერი თავზე. ყველაფერი გამარჯვებისათვის. ფორცა იუვე".

ამ მატჩისწინა მოთელვაზე ბარძაყის ტრავმა მიიღო "ბიანკონერის" ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა, ვერ ითამაშა და ჯერ უცნობია, რამდენი ხანი მოუწევს უქმობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული