მაურო იკარდის "ნაპოლის" დამწუხრებაც სურს

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ინტერმა" მაურო იკარდის ჰეთ-ტრიკით "მილანს" 3:2 მოუგო და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა მესამე გოლი პენალტით 90-ე წუთზე გაიტანა.

იკარდიმ ქვეყნის პირველობაზე უკვე 9 გოლი გაიტანა და "ინტერის" მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც მილანურ დერბიში ჰეტ-ტრიკი შეასრულა.

ნამატჩევს მან შემდეგი განაცხადა:"ეს საოცარი გრძნობაა, ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. თამაშის წინ ვუთხარი თანაგუნდელებს, რომ გოლს გავიტანდი. ახლა დე მაკრიტიკონ. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. სკუდეტოზე ლაპარაკი ნაადრევია, მომავალ ტურში "ნაპოლისთან" შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ.

გოლს ყოველთვის ვერ გაიტან, თუმცა მინდა ნეაპოლელებიც
დავამწუხრო, რადგან ლიდერები არიან და ევროპაში ყველაზე უკეთ თამაშობენ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული