იკარდიმ ქვეყნის პირველობაზე უკვე 9 გოლი გაიტანა და "ინტერის" მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც მილანურ დერბიში ჰეტ-ტრიკი შეასრულა.
ნამატჩევს მან შემდეგი განაცხადა:"ეს საოცარი გრძნობაა, ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. თამაშის წინ ვუთხარი თანაგუნდელებს, რომ გოლს გავიტანდი. ახლა დე მაკრიტიკონ. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. სკუდეტოზე ლაპარაკი ნაადრევია, მომავალ ტურში "ნაპოლისთან" შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ.
გოლს ყოველთვის ვერ გაიტან, თუმცა მინდა ნეაპოლელებიც