"იტალია ტრაურშია: მუნდიალი უჩვენოდ ჩატარდება. უკანასკნელად ეს 60 წლის წინ მოხდა.მტკივნეულია, მაგრამ შეიძლება უკეთესიცაა. პრობლემას ადრე უნდა მივხვედრილიყავით.
ტავეკიომ პრეზიდენტობა მწვრთნელად კონტეს მიწვევით დაიწყო და არაა გამორიცხული, ამან შეაცდინა. მას ეგონა ვენტურაც მიაღწევდა წარმატებას. ჯამპიერო ყოველთვის კარგი სპეციალისტი გახლდათ, მაგრამ არასოდეს არ ითვლებოდა საუკეთესოდ.
არ იქნება მართებული შექმნილ ვითარებაში მწვრთნელზე ბევრი ლაპარაკი. ჩვენი პრობლემები მრავალი წლების განმავლობაში შენიღბული იყო ზოგიერთი მწვრთნელის ტალანტითა და ზოგიერთი ფეხბურთელის ოსტატობით".