''ნერაძურის'' ლეგენდის განცხადებით, არგენტინელი ''ინტერში'' თამაშით ბედნიერია.
''მე იკარდის დიდი ხანია ვიცნობ. ის ჩვენთან ჯერ კიდევ მაშინ მოვიდა, როდესაც ძალიან ახალგაზრდა იყო. იგი ყოველთვის პროფესიონალი იყო.
ახლა ის თავის ღირებულებას და საუკეთესო თვისებებს ამჟღავნებს. გულშემატკივრები კმაყოფილები არიან და მაურო მათი საყვარელი ფეხბურთელია.
მადრიდი? იკარდი და მისი ოჯახი მილანში ბედნიერები არიან. მას სურს, რომ ეს შესანიშნავი თავგადასავალი გაგრძელდეს'', - განაცხადა ძანეტიმ.
მომზადებულია football-italia-ს მიხედვით