"ლაციოს" გულშემატკივრები პროტესტის ნიშნად გუნდის ჩემპიონატიდან გაყვანას ითხოვენ

AutoSharing Option
სერია A-ს მე-16 ტურში "ტორინოსთან" წაგებული მატჩისას (1:3) პიერო ჯაკომელის მსაჯობით უკმა ყოფილო რომაული გუნდის ტიფოზები არბიტრს მის საკუთარ კაფეში მიუვარდენ და კედლებზე წარწერები დაუტოვეს. სხვათა შორის, ამ კაფეს კედელზე "ლაციოს" პრინციპული მეტოქის, "რომას" ექს-კაპიტანი ფრანჩესკო ტოტია გამოსახული. ამის შემდეგ ჯაკომელიმ ფეისბუქიდან თავისი კაფეს გვერდი წაშალა.

Premium Sport-ის ცნობით, "ლაციოს" პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო თვლის, რომ მისი გუნდი პოლიტიკური კამპანიის მსხვერპლია, გარკვეულ ძალებს არ უნდათ ჩემპიონატზე ოთხეულში მოხვდნენ, უკვე მეოთხე ტურია მსაჯები ჩაგრავენ და გულშემატკივრების მოთხოვნით შეიძლება გუნდი ჩემპიონატიდან გაიყვანოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული