"როდესაც იბრაჰიმოვიჩი "იუვენტუსში" გადმოვიდა, კარში წესიერად ვერ ურტყამდა. მისმა აგენტმა მინო რაიოლამ მითხრა:"ზლატანი ფიზიკურად ძალიან ძლიერია, დარტყმული ბურთებით მეკარეებს ხელებს უმტვრევს". ვუპასუხე:"მისმინე, ის ჯერ მხოლოდ სპორტულ დარბაზში მინებს ამტვრევს!". ამის შემდეგ იბრა დარტყმებზე ყოველდღე მუშაობდა და დიდ პროგრესს მიაღწია.
მას ჯერ კიდევ "რომაში" თამაშისას ვაკვირდებოდი. "იუვემ" მისი შეძენით შესანიშნავი ტრანსფერი განახორციელა. ზლატანში 16 მილიონი გადაიხადეს და თანხა სამ ტრანშად დაფარეს. "აიაქსში" ჩათვალეს, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელი ვერ გახდებოდა. მაშინ
იბრაჰიმოვიჩი კაპელოს ხელმძღვანელობით "ბებერ ქალბატონში" 2004-2006 წლებში თამაშობდა, უფრო უნივერსალური ფორვარდი გახდა და 70 მატჩში 26 გოლი გაიტანა.