სპალეტი: "მხითარიანი, პასტორე, ვერდი... "ინტერს" ნებისმიერი მათგანის გაფორმება გაუჭირდება"

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი "ნერაძურის" სატრანსფერო პოლიტიკის მიმართ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა.

"სატრანსფერო ჭორების განხილვა არ მიყვარს, მითუმეტეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, როდესაც ნახევარი სეზონი კიდევ ჩასატარებელი გვაქვს. ეს ყველაფერი ფეხბურთელებზე ძალიან ცუდად მოქმედებს, ნებისმიერმა მათგანმა შეიძლება იფიქროს, რომ სწორედ მის შემცვლელს ეძებს კლუბი. ამიტომაც, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ისეთი მოთამაშის მოყვანაა საჭირო, რომელიც ჩვენს ფეხბურთელებზე ერთი თავით მაღლა იდგება.

პრესაში საუბრობენ, რომ "ინტერი" ჰენრიხ მხითარიანს, სიმონე ვერდის ან ხავიერ პასტორეს შეიძენს. თითოეული მათგანი 30 მილიონი ევრო მაინც ღირს, ჩვენ
კი ასეთი თანხა არ გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, არსებობს გაცვლის ვარიანტიც, თუმცა გაცვლით სარგებლობა ძალიან რთული საქმეა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ფინანსური ფეირ-პლეის დაცვა გიწევს.

ამიტომ ვისაუბროთ რეალურ თემებზე. მესმის, რომ გულშემატკივრები ყოველთვის განიხილავენ ამა თუ იმ ფეხბურთელის ტრანსფერს, თუმცა, სამწუხაროდ, კლუბს ყოველთვის არ შეუძლია ფანების სურვილები შეასრულოს," - განაცხადა სპალეტიმ.

იტალიის ჩემპიონატში გამართული 19 შეხვედრის შემდეგ სპალეტის "ინტერს" 41 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული