"მოხარულები ვართ, რომ მარკომ ჩვენთან გადმოსვლა აირჩია, რადგან მისი გადაბირება ბევრ კლუბს სურდა", - განაცხადა გელზერკინხენელთა მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ.
"იუვენტუსმა" პიაცა გასულ წელს ზაგრების "დინამოდან" 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
ტრავმების გამო ხორვატმა ფეხბურთელმა "ბებერი ქალბატონის" მაისური მხოლოდ 20 შეხვედრაში მოირგო.