სერია A. XX ტური: "ინტერი" ზედიზედ მე-5 მატჩია ვერ იგებს [VIDEO]

AutoSharing Option
5 იანვარს იტალიის სერიის XX ტურის ორი მატჩი გაიმართა.

"ფიორენტინმა" მილანის "ინტერს" უმასპინძლა. 55-ე წუთზე "ნერაძური" მაურო იკარდის გოლით დაწინაურდა, თუმცა ჯოვანი სიმეონემ 91-ე წუთზე მასპინძლებს ქულა მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ "ინტერია" ზედიზედ მე-5 მატჩია ვერ იგებს.

"ფიორენტინასა" და "ინტერს" შორის სერია A-ს ბოლო 16 მატჩიდან ეს მხოლოდ მეორე მატჩია, რომელიც ფრედ დასრულდა.


ტურის მეორე შეხვედრაც ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. "კუევომ" "უდინეზეს" უმასპინძლა. მე-9 ივან რადონოვიჩმა მასპინძლები დააწინაურა, ხოლო 41-ე წუთზე ნანდ ტომოვიჩმა საკუთრ კარში
გაიტანა და სტუმრებს ქულა აჩუქა.

შაბათი, 6 იანვარი
ტორინო-ბოლონია 15:30
მილანი-კროტონე 18:00
ბენევენტო-სამპდორია 18:00
ჯენოა-სასუოლო 18:00
ნაპოლი-ვერონა 18:00
სპალ-ლაციო 18:00
რომა-ატალანტა 21:00
კალიარი-იუვენტუსი 23:45

ბომბარდირები: 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 16 - ჩირო იმობილე (ლაციო); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 12 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია), დრის მერტენსი (ნაპოლი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული