5 იანვარს იტალიის სერიის XX ტურის ორი მატჩი გაიმართა.
"ფიორენტინმა" მილანის "ინტერს" უმასპინძლა. 55-ე წუთზე "ნერაძური" მაურო იკარდის გოლით დაწინაურდა, თუმცა ჯოვანი სიმეონემ 91-ე წუთზე მასპინძლებს ქულა მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ "ინტერია" ზედიზედ მე-5 მატჩია ვერ იგებს.
"ფიორენტინასა" და "ინტერს" შორის სერია A-ს ბოლო 16 მატჩიდან ეს მხოლოდ მეორე მატჩია, რომელიც ფრედ დასრულდა.
ტურის მეორე შეხვედრაც ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. "კუევომ" "უდინეზეს" უმასპინძლა. მე-9 ივან რადონოვიჩმა მასპინძლები დააწინაურა, ხოლო 41-ე წუთზე ნანდ ტომოვიჩმა საკუთრ კარში გაიტანა და სტუმრებს ქულა აჩუქა.
შაბათი, 6 იანვარი
ტორინო-ბოლონია 15:30
მილანი-კროტონე 18:00
ბენევენტო-სამპდორია 18:00
ჯენოა-სასუოლო 18:00
ნაპოლი-ვერონა 18:00
სპალ-ლაციო 18:00
რომა-ატალანტა 21:00
კალიარი-იუვენტუსი 23:45
ბომბარდირები: 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 16 - ჩირო იმობილე (ლაციო); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 12 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია), დრის მერტენსი (ნაპოლი).
12:04 06-01-2018
სერია A. XX ტური: "ინტერი" ზედიზედ მე-5 მატჩია ვერ იგებს [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული