"ნაპოლის" არჩევანი - ვერდი ან დეულოფეუ

AutoSharing Option
იტალიის "სერია ა"-ს მიმდინარე სეზონის ლიდერ "ნაპოლის" წინა ხაზში გაძლიერება სურს.

კლუბის ხელმძღვანელობას ორი არჩევანი აქვს - ან "ბოლონიას" ფორვარდი სიმონე ვერდი, ანაც "ბარსელონას" თავდამსხმელი ჟერარდ დეულოფეუ.

"სქაი სპორტის" ინფორმაციით, გუშინ ნეაპოლში ესპანელი ფეხბურთელის აგენტი იყო ჩასული და კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებიც გამართა.

თავის მხრივ კი, გავრცელებული ცნობით, "სან პაულოზე" ბურთის გაგორების წინააღმდეგი არც ვერდი ყოფილა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული