"ნაპოლის" ტრავმირებული ფეხბურთელები დაუბრუნდნენ

AutoSharing Option
სასიამოვნო ცნობა გაავრცელა იტალიურმა მედიამ "ნაპოლის" გულშემატკივართათვის.

"სერია ა"-ს მიმდინარე გათამაშების ლიდერს ორი ფეხბურთელი - ფაოზი გულამი და არკდაიუშ მილიკი დაუბრუნდნენ.

პირველი მათგანი ტრავმის გამო მოედანზე 2017 წლის ნოემბრის თვის შემდეგ აღარ გამოჩენილა.

რაც შეეხება მილიკს, პოლონელ ფორვარდს ნეაპოლში გადასვლის შემდეგ თითქმის სულ ბიულეტენზე უწევს ყოფნა.

ამჯერად მან 4 თვე იმკურნალა და ვარჯიში განაახლა.

სავარაუდოდ, ორივე ფეხბურთელი იტალიის "სერია ა"-ს მომდევნო ტურში "ნაპოლის" განაცხადში იქნება, სადაც მაურისიო სარის გუნდი "ატალანტას" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული