ნამატჩევს მერტენსმა თქვა, რომ ყველაფერი იდეალურად გამოუვიდათ, ბერგამოში გამარჯვება ყოველთვის რთულია, შეიძლება წინა სეზონში ეს ვერ მოეხერხებინათ, მაგრამ ახლა უფრო ძლიერები არიან, წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს და ოქროს მედლების მოპოვების იმედი აქვთ.
ნეაპოლელთა ერთადერთი კონკურენტი "იუვენტუსი" ხვალ "ჯენოას" მასპინძლობს. ბიანკონერის მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ამბობს, რომ შარშანდელთან შედარებით 2 ქულით მეტი აქვთ, მაგრამ "ნაპოლი" კურდღელივით გარბის და სრულად არიან ჩართულნი რბოლაში.