"იუვენტუსმა" "ჯენოა" დაამარცხა და "ნაპოლის" კვლავ 1 ქულით ჩამორჩება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურში "იუვუნტუსმა" სახლში "ჯენოა" 1:0 დაამარცხა, რომელსაც უკანასკნელი 4 მატჩი არ ჰქონდა წაგებული.

მასპინძლებმა ერთადერთი გოლი მე-16 წუთზე გაიტანეს - მანძუკიჩის ჩაწოდებულ ბურთს დუგლას კოსტამ მიუჩინა პერინის კარის ბადეში ადგილი.

მეორე ტაიმში სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება სცადეს, მაგრამ სახეირო მომენტიც კი ვერ შექმნეს, ხოლო "იუვე" პრაგმატულად თამაშობდა, ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და ლიდერ "ნაპოლის" ისევ 5 ქულით ჩამორჩება.

ხვალ "ლაციო" "უდინეზეს" მასპინძლობს, "რომა" კი გასვლაზე "სამპდორიას" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი ქულით
duglas kosta
02:19 23-01-2018
0

სიახლეები პოპულარული