იტალიის ნაკრებს დროებით ლუიჯი დი ბიაჯო უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჯერ კიდევ ვერ იპოვა სპეციალისტი, რომელიც იტალიის ნაკრებს გაწვრთნის.

ამიტომ ფედერაციის ხელმძვანელობამ გადაწყვიტა, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებით შემსრულებლად იტალიის ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ლუიჯი დი ბიაჯო დანიშნოს.

ის გუნდს ინგლისთან და არგენტინასთან ამხანაგური მატჩებისთვის უხელმძღვანელებს.

დი ბიაჯო ახალგაზრდულ ნაკრებში 2013 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ევრო 2015-ზე ჯგუფიდან ვერ გავიდა, მაგრამ ევრო 2017-ზე ნახევარფინალამდე მიაღწია.

მომზადებულია figc.it-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული