ჯორჯო კიელინი: ანტონიო კონტე პოლიციის სერჟანტს ჰგავდა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მცველმა ჯორჯო კიელინიმ ანტონიო კონტეს ბიანკონერიში და იტალიის ნაკრებში მუშაობა გაიხსენა.

"კონტე ნამდვილი იტალიელია, ემოციურია. თამაშებისასაც და ვარჯიშებზეც. პოლიციის სერჟანტს ჰგავდა. გუნდში განსაკუთრებული ატმოსფერო იგრძნობოდა - სამი წელი "იუვეში" და ორი წელი სკუადრა აძურაში.

ვარჯიშის შემდეგ დახოცილები ვიყავით. დაღლილები კი არა, დახოცილები. ასე იმ ადამიანთან შეგიძლია იმუშავო, რომლისაც გჯერა. ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე საფრანგეთში 40 დღე ვიყავით და ეს სხვა სამყარო იყო. კონტესთან ყველა 100%-ით იხარჯება. ის ისეთ ატმოფეროს ქმნის, სადაც ყველა ერთმანეთს ენერგიით მუხტავს. ანტონიო მსოფლიოში ნამდვილად ერთ-ერთი
საუკეთესო სპეციალისტია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული