რომის პაპის ვიზიტის გამო სერია A-ს კალენდარი შეიცვალა

AutoSharing Option
რომის პაპი ფრანცისის ვიზიტის გამო "ბენევენტოსა" და "კალიარის" მატჩის დაწყების თარიღი შეიცვალა. სერია "ა"-ში ბოლო ადგილზე მყოფ გუნდს სარდინიელებისთვის 18 მარტს უნდა ემასპინძლა, თუმცა მატჩი 17 მარტს გაიმართება.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ პაპი ფრანცისი ქალაქ ბენევენტოს უნდა ესტუმროს და ხალხის ყურადღებაც სწორედ რელიგიური ღონისძიებების მიმართ იქნება მიმართული და ისინი შეხვედრას ვერ დაესწრებოდნენ.

საინტერესოა, უშველის თუ არა პაპი "ბენევენტოს", რადგან კლუბი უპირობო აუტსაიდერია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული