"ფიორენტინას" ფეხბურთელებმა თავიანთ სტადიონთან დავიდე ასტორის მაისური მიიტანეს

AutoSharing Option
ფლორენციის "ფიორენტინას" ფეხბურთელები, გუნდის მთავარი მწვრთნელის, სტეფანო პიოლის მეთაურობით, თავიანთი სტადიონის, "არტემიო ფრანკის" შესასვლელებთან მივიდნენ და დავიდე ასტორი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

იტალიური კლუბის მოთამაშეებმა სტადიონთან კლუბის ყოფილი კაპიტნის მაისური, ყვავილები და შარფები მიიტანეს.

შეგახსენებთ, რომ დავიდე ასტორი კვირას ქალაქ უდინეს სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. "კალიარიმ" (სადაც ფეხბურთელი ასევე ასპარეზობდა) და "ფიორენტინამ" მისი სათამაშო ნომერი (13) ხმარებიდან ამოიღეს.

ასევე, "იების" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ასტორის მთლიან ხელფასს მისი ოჯახი მიიღებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული