იტალიური კლუბის მოთამაშეებმა სტადიონთან კლუბის ყოფილი კაპიტნის მაისური, ყვავილები და შარფები მიიტანეს.
შეგახსენებთ, რომ დავიდე ასტორი კვირას ქალაქ უდინეს სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. "კალიარიმ" (სადაც ფეხბურთელი ასევე ასპარეზობდა) და "ფიორენტინამ" მისი სათამაშო ნომერი (13) ხმარებიდან ამოიღეს.
ასევე, "იების" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ასტორის მთლიან ხელფასს მისი ოჯახი მიიღებს.